დანიის ნაკრებმა ევრო 2020-ის პირველ მერვედფინალურ მატჩში უელსის ეროვნულ გუნდს 4:0 მოუგო.
ეს გამარჯვება დანიელება პარტნიორს, კრისტიან ერიკსენს მიუძღვნეს, რომელიც ტურნირზე ვეღარ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, ტურნირის პირველი ტურის მატჩში დანიასა და ფინეთის შორის, შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ერიკსენმა მინდორზე გონება დაკარგა და როგორც შემდეგ ექიმებმა თქვეს, რამდენიმე წამის განმავლობაში გული გაჩერებული ჰქონდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ფეხბურთელი გადარჩა.