ფეხბურთი

19:33 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი აბურჯანიამ "კარტახენა" დატოვა

გიორგი აბურჯანიამ „კარტახენა“ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანური კლუბი მას ახალ კონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ გიორგიმ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.

„ძალიან ლამაზი ეტაპი იყო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებებს გისურვებთ“, - წერს ინსტაგრამის სთორიში 26 წლის ნახევარმცველი.

გიორგი აბურჯანიამ „კარტახენაში“ გასული სეზონის მეორე ნახევარში 13 თამაშში 1 გოლის გატანა შეძლო. გიორგის არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის, „ტვენტეში“, „ოვიედოში“, „ლუგოში“, „ანორთოსოსში“, „სევილია II“-ში, „ხიმნასტიკსა“ და „დილაში“ უთამაშია.

ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია სად გააგრძელებს ქართველი ფეხბურთელი კარიერას. გიორგის თურქული კლუბები ეპატიჟებიან.

0.117468