რაგბი

19:02 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები იოლად დაამარცხა და რაგბის ევროპის თასი ჩაიბარა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის მეხუთე ტურში ნიდერლანდებს ნაკრებს უმასპინძლა და დამაჯერებლად 48:15 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს თელავში უმასპინძლეს, სადაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა. ლევან მაისაშვილის გუნდს პირველ ტაიმში ბევრი ხარვეზი და წუნი ჰქონდათ, მაგრამ მთლიანობაში მეტოქის ძლევა იოლად მოახერხა.

პირველი ნახევარი მართლაც დაძაბული გამოდგა და რომ არა ბოლო წუთზე ვასილ ლობჟანიძის ლელო, უპირატესობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენდა. აი, მეორე ნახევარში კი უფრო მაღალმა კლასმა თავი იჩინა და ლევან მაისაშვილის გუნდმა მეტოქეს ძალიან ადვილად აჯობა. შესანიშნავი იყო ბაგრატ ნინიაშვილი, რომელმაც მეტოქეს 3 ლელო დაუდო და ჰეთ-თრიქი შეასრულა.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპას ამ გათამაშებაში ხუთივე თამაში მოიგო და ჩემპიონობა იოლად მოიპოვა. „ბორჯღალოსნებისთვის“ ახლა ტესტების სერია იწყება და 2-9 ივლისს, სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ხოლო 17 ივლისს, თბილისში შოტლანდიას უმასპინძლებს.

საქართველო - ნიდერლანდები 48:15 (15:8)

ქულები: ნინიაშვილი (ლ), ტაბუცაძე (ლ), ლობჟანიძე (ლ), გოგიჩაშვილი (ლ), აბჟანდაძე (გ), ჯავახია (ლ), ბაბუნაშვილი (გ), ტაბუცაძე (ლ), ბაბუნაშვილი (გ), ნინიაშვილი (ლ), ბაბუნაშვილი (გ), ნინიაშვილი (ლ).

0.120999