ფეხბურთი

16:57 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ "ფეიენოორდის" წინააღმდეგ ითამაშა

ბელგიური „გენტი“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება და შეკრებას ნიდერლანდებში გადის. გუნდთან ერთად იმყოფება გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელმაც დღეს „ფეიენოორდთან“ სპარინგში ითამაშა.

ქართველი ფეხბურთელი როტერდამული გუნდის წინააღმდეგ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა.

ჩაკვეტაძე საკმაოდ აქტიურობდა, თუმცა არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია. მატჩი საბოლოოდ ფრედ 1:1 დასრულდა.

„გენტი“ ახალ სეზონს 22 ივლისს კონფერენს ლიგაზე ნორვეგიულ „ვალერენგასთან“ საშინაო მატჩით გახსნის, ხოლო ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში 25 ივლისს, „სენტ ტრუიდენს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.119508