საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრი გიორგი ცხოვრებაძე კარიერას შვეიცარიის 10-გზის ჩემპიონ „ვინტერთურში“ გააგრძელებს.
20 წლის სპორტსმენი ახალ კლუბში ერთი წლით იჯარით ითამაშებს, შემდეკ კი კვლავ „მონპელიეში“ დაბრუნდება.
2020-2021 წლების სეზონში გიორგიმ ფრანგულ კლუბში 32 თამაში ჩაატარა და 12 ბურთი გაიტანა. ხოლო რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ერთა თასის ფინალურ შეხვედრაში, ქართველმა ხელბურთელმა კვიპროსს 12 ბურთი გაუტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.