სხვა

2:32 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ემა კობურნმა გამარჯვება ავადმყოფ დედას მიუძღვნა

ამერიკელ მძლეოსანთა ოლიმპიურ შესარჩევ ტურნირზე, რომელიც შტატ ორეგონის ქალაქ იუჯინში მიმდინარეობს, ქალთა შორის 3 000 მეტრზე სტიპლჩეიზში გამარჯვება რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა, ემა კობურნმა მოიპოვა. ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ელისონ ფელიქსმა კი 200 მეტრზე სპრინტში ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

კობურნმა თავის კარიერაში, აშშ-ის ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ მოიპოვა. მან 2 წამით აჯობა მეორეზე გასულ კორტნი ფრერიხსს, ფინიშის შემდეგ კი განაცხადა, რომ ამ გამარჯვებას დედამისს უძღვნის, რომელიც მე-4 სტადიის კიბოთია ავად.

„ამ გამარჯვებას მას ვუზიარებ. მინდა ისე გავაკეთო, რომ ის კარგად იყოს და ეს დღევანდელ გამარჯვებაზე და ტოკიოში გამგზავრებაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კობურნმა.

200 მეტრზე სპრინტში, სეზონში მსოფლიოს საუკეთესო დრო (21.98) დააფიქსირა გაბი თომასმა. ამ დისტანციაზე ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულმა ფელიქსმა ფინიშს 22.56 წამში მიაღწია. შემდგ მან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ დღეს არც ისე კარგ ფორმაში იყო. მას 400 მეტრზე სპრინტში ტოკიოს საგზური უკვე მოპოვებული აქვს.

ქალთა შორის ბირთვის კვრაში, გამარჯვება 29 წლის ჯესიკა რამსიმ მოიპოვა, ვინც ბირთვი 20.12 მეტრზე (პირადი საუკეთესო შედეგი) გაისროლა. იუჯინში ვერ იასპარეზა მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მიშელ კარტერმა, ვინც ახლახანს კეთილთვისებიანი სიმსივნის ოპერაცია გაიკეთა.

0.105559