ჩოგბურთი

1:25 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიმონა ჰალეპი უიმბლდონის ჩემპიონის ტიტულს ტრავმის გამო ვერ დაიცავს

უიმბლდონის მოქმედ ჩემპიონს რუმინეთიდან, სიმონა ჰალეპს, თავისი ტიტულის დაცვის საშუალება არ ექნება. ამის მიზეზი კი წვივის კუნთის ტრავმაა, რომელიც ერთი თვის წინათ მიიღო.

ეს რომის სათიხნარო ტურნირის მეორე წრეში, გერმანელ ანგელიკ კერბერთან შეხვედრის დროს მოხდა. ამის გამო, მან თამაში შეწყვიტა და საფრანგეთის ღია პირველობაზე თამაშიც ვერ შეძლო.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ იძულებული ვარ, უიმბლდონის ჩემპიონატზე გამოსვლისგან თავი შევიკავო, რადგან ჩემი ტრავმის სრულად მოშუშება ვერ შევძელი. ყველანაირად ვეცადე, რომ უიმბლდონისთვის მზად ვყოფილიყავი, ორი წლის წინათ, აქედან დაუვიწყარი მოგონებები გამყვა“, - ამბობს მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ვინც უიმბლდონის ჩემპიონი 2019 წელს გახდა.

წესით, ჰალეპს ჩემპიონის ტიტულის დასაცავად, გასულ სეზონში უნდა ებრძოლა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტურნირი ჩაიშალა.

ჰალეპი მაღალი რეიტინგის მქონე მეორე ქალი ჩოგბურთელია, ვინც უიმბლდონზე არ ითამაშებს. უფრო ადრე, ტურნირზე გამოსვლისგან თავი მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, იაპონელმა ნაომი ოსაკამაც შეიკავა.

მათი არყოფნის გამო, ტურნირზე მეორე განთესვის ნომერს ბელარუსი არინა საბალენკა მიიღებს. პირველი ნომერი კი ავსტრალიელი ეშლი ბარტი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120276