იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ავსტრიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, „უემბლიზე“ თამაში განსაკუთრებულია და ავსტრიის ნაკრებიც შეაქო.
„უემბლიზე“ თამაში სიამოვნება უნდა იყოს და ფეხბურთის თამაშს რომ იწყებ, ასეთ სტადიონზე თამაშზე ოცნებობ. 25 ათასი მაყურებლის წინაშე ვითამაშებთ და ეს უკვე მნიშვნელოვანია. ლამაზია, სხვა ატმოსფეროს ქმნის. რომში რაღაც განსაკუთრებული გარემო იყო, მაგრამ აქ არის ევროპაში მოგზაური ხალხი. „უემბლი“ ფანტასტიკური სტადიონია და კარგი ატმოსფერო იქნება. თუ ყოჩაღები ვიქნებით, აქ სათამაშოდ ფინალშიც დავბრუნდებით.
ჩვენ მშვიდად ვართ, ვინც ითამაშებს, იმას გააკეთეს, რასაც დღემდე აკეთებდნენ. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ შემიძლია დავეყრდნო ფეხბურთელებს, რომლებიც კარგ კონდიციებში და მენტალურ სიმშვიდეში არიან. 11 ფეხბურთელი მოედანზე გავა, მაგრამ სხვები მზად იქნებიან თამაშში ჩასართველად და მის შესაცვლელად. იღბალიც საჭირო იქნება.
ეს პლეი-ოფის პირველი თამაშია და თუ მოვიგებთ, მეორე უფრო ადვილი იქნება. ავსტრიას ხარისხიანი გუნდი ჰყავს, აგრესიული ფეხბურთელებით. ამიტომ, გამარჯვებისთვის შესანიშნავად თამაში იქნება საჭირო. თამაშის წინ ფეხბურთელების ჩამუხვლა? ჩვენ აქ სათამაშოდ ვართ, ჩემთვის ყველაზე მთავარია თავისუფლება, ყოველთვის“, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ავსტრიის ნაკრებების მატჩი 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.