უელსის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გარეტ ბეილმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ განაცხადა, რომ დანიის ნაკრების სიძლიერის მიუხედავად, უელსი ბოლომდე იბრძოლებს და შეეცდება მეოთხედფინალში გავიდეს.
"ძალების აღსადგენად დრო გვქონდა და ვარჯიშებიც ნაყოფიერად გამოვიყენეთ. ახლა კი კვლავ გამოწვევის წინაშე ვართ. ვიცით, რომ დანიის ეროვნული ნაკრები კარგად ორგანიზებულია, თუმცა ჩვენ მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ და რაც შეიძლება დიდხანს გავაგრძელოთ ბრძოლა ამ ტურნირზე. ფავორიტები არასდროს ვყოფილვართ და ეს არ გვაღელვებს. ხვალ მოედანზე გავალთ და ვიმედოვნებ ბოლომდე შევასრულებთ დავალებებს." - ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ბეილის სიტყვებს.
უელსის და დანიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება ამსტერდამში 26 ივნისს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.