ფეხბურთი

21:21 | 25.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ვარანის ტრანსფერზე შემოთავაზება არ მიუღია

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ რაფაელ ვარანის სანაცვლოდ სარფიანი წინადადება კლუბს ჯერჯერობით არ მიუღია. ევროპულ მედიაში კი ინტენსიურად ვრცელდება ჭორები ფრანგი მცველის მოსალოდნელ ტრანსფერთან დაკავშირებით.

"გაზეთები წავიკითხე, თუმცა არაფერი ვიცი. ჩვენ ვარანისთან ჯერჯერობით არ გვისაუბრია, რადგან იგი ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება. მას კიდევ დარჩა ერთი წელი კონტრაქტის მიხედვით და ჯერჯერობით წინადადებით ჩვენთვის არავის მოუმართავს. იგი ჯენტლმენია და თუ დარჩენა უნდა დარჩება და თუ წასვლა უნდა, წავა." - განაცხადა პერესმა რადიო El Transistor-თან საუბრისას.

ვარანის "რეალთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. ევროპული მედია მას "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებს. გასულ სეზონში ვარანიმ 41 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10805