ფეხბურთი

14:45 | 25.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

უნგრელთა მწვრთნელი: "არასდროს მიფიქრია, რომ გერმანიასთან ფრის გამო მხოლოდ 15 წუთი დამეძინებოდა"

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ გამაღიზიანებლად იქცევა. როგორც მან აღნიშნა, უნგრეთთან პენალტი რონალდუმ ისე აღნიშნა, თითქოს გოლი ფინალში გაეტანოს.

„წუხელ მაქსიმუმ 15 წუთი მეძინა და არასდროს მიფიქრია, რომ გერმანიასთან ფრე ასეთ შეგრძნებას დამიტოვებდა. ვიცი, რომ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დამწუხრებული ვარ. გერმანელებმა 1:1-ზე გოლი ისე იზეიმეს, თითქოს ჩემპიონთა ლიგა მოეგოთ.

არ მაქვს შურისძიების სურვილი და არც იტალიაში დაბრუნებას ვაპირებ. ბედნიერი ვარ თუ უნგრულ ფეხბურთში კვალი დავტოვე. კრიშტიანუ რონალდუ დიდი ჩემპიონია, მაგრამ ზოგჯერ გამაღიზიანებელია. ჩვენთან გატანილი პენალტი ისე აღნიშნა, თითქოს გოლი ფინალში გაიტანა. ხალხი ამას ამჩნევს“, - თქვა როსიმ.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ნაკრებმა F ჯგუგფში პორტუგალიასთან წააგო (0:3), ხოლო საფრანგეთს და გერმანიას ამარცხებდა, მაგრამ ორივესთან საბოლოოდ ფრეს დასჯერდა და ჯგუფში 2 ქულით ჩარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111689