თამაშგარე

12:03 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

შხვართი და ახოვანი კეი ალვეში

ფეხბურთისა არ იყოს, ბრაზილიაში ფრენბურთიც სპორტის ერთობ პოპულარული სახეობაა და ისიც ყველას მოგვეხსენება, რომ ბრაზილიელი ფრენბურთელი ქალები ქალთა სპორტში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულები, მრავლისმქმნელები და მთელს მსოფლიოში მოთხოვნადები არიან.

შხვართ, ლამაზ და ახოვან ბრაზილიელ ფრენბურთელ ქალთა შორის ამ ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული კეი ალვეში გახდა, რომელიც სოციალურ ქსელებშიც აქტიურია და მის მიერ საჯაროდ გამოდებულ თამამ ფოტოებზე თვალები დედამიწის კიდით-კიდემდე განფენილ მამრებს აქვთ დაჭყეტილი.

კეი ალვეში ჯერჯერობით მხოლოდ სპორტით და სოციალურ ქსელებში აქტიურობით შემოიფარგლება და როგორც თავად ამბობს, დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებს ფოტო-მოდელობისთვის სერიოზული სახის მიცემას. მაგრამ ეს ისეთი ვინმე ჩანს, რომ შორს არა ის დრო, როდესაც სენიორიტა ალვეში ჟურნალების გარეკანებსაც დაამშვენებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114456