კალათბურთი

10:29 | 25.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: სცენარი მეორდება? - "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" ორი მარცხის შემდეგ მოიგო (+VIDEO)

სცენარი მეორდება? „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ მოგება ორი მარცხის შემდგომ მოიპოვა. თუმცა მოახერხებს თუ არა საბოლოო გამარჯვების მიღწევას, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

რაც შეეხება უშუალოდ სერიის მე-3 დაპირისპირებას - ტაირონ ლიუს გუნდმა მხოლოდ მეორე პერიოდი ჩააგდო, რომელიც 10-ქულიანი სხვაობით დათმო, მაგრამ თამაშის სათავისოდ შემობრუნება მეორე ნახევარში მოახერხა და საბოლოოდ „ფინიქსს“ 9 მატჩიანი მოგებათა სერია შეაწყვეტინა და 106:92 მოიგო.

„ლოს ანჯელესელები“ კვლავ კავაი ლეონარდის გარეშე აგრძელებენ თამაშს, ლიდერის როლი კი პოლ ჯორჯმა შეითავსა, რომელმაც პარკეტზე თითქმის 43 წუთი გაატარა, რა დროშიც 27 ქულა, 17 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. რეჯი ჯექსონს კი 23 ქულასთან ერთად 1 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა. ორმაგი დუბლი შეასრულა ივიცა ზუბაჩმა. ხორვატმა კალათბურთელმა 15 ქულა, 16 მოხსნა და 1 პასი დააფიქსირა.

„ფინიქს სანს“ დაუბრუნდა კრის პოლი, რომელმაც 15 ქულით, 2 მოხსნითა და 12 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა. ხოლო მონტი უილიამსის გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა დეანდრე ეიტონმა ჩააგდო, რომელიც 15 ქულითა და 9 მოხსნით გამოირჩა.

„ლოს ანჯელეს კლიპერსისა“ და „ფინიქს სანსის“ სერიაში ანგარიში 1:2 გახდა, ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება კი 27 ივნისს გაიმართება.

0.117635