უეფამ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც Fantasy Football-ის ქულების მიხედვით შეადგინა.
ის ფეხბურთელები, რომლებმაც კონკრეტულ პოზიციებზე ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს, საუკეთესო 11-ეულში მოხვდნენ.
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია) – 18 ქულა
მცველები: დენზელ დუმფრისი (ნიდერლანდები) - 22 ქულა, აიმერიკ ლაპორტი (ესპანეთი) – 20 ქულა, ტომას მუნიე (ბელგია) – 18 ქულა
ნახევარმცველები: ანდრეი იარმოლენკო (უკრაინა) – 20 ქულა, ჟორჟინიო ვეინალდუმი (ნიდერლანდები) – 23 ქულა, შერდან შაქირი (შვეიცარია) – 21 ქულა, ემილ ფორსბერგი (შვედეთი) – 23 ქულა
თავდამსხმელები: პატრიკ შიკი (ჩეხეთი) – 21 ქულა, კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – 29 ქულა, მემფის დეპაი (ნიდერლანდები) – 20 ქულა