ფეხბურთი

1:01 | 25.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი: "რომაში" ჩემთვის ადგილი აღარ არის"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ იტალიის ნაკრების, ჟოზე მოურინიოსა და „რომაში“ თავის შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „ჯალოროსიში“ მისთვის ადგილი აღარ არის და ტელეფონიც გამორთული აქვს.

„იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მთელი ქვეყანა მოიცვა, ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ გაერთიანებული გუნდი გვყავს და გუნდიც მთელ ქვეყანას აერთიანებს. იმედია, რაც შეიძლება შორს წავალთ, რადგან დიდი ხანია იტალიას ევროპის ჩემპიონატი არ მოუგია და ვფიქრობ, რომ შეიძლება ახლა შესაფერისი დროა.

მოურინიო „რომაში“? ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მწვრთნელი მოვიწვიეთ. მომეწონებოდა თუ არა მასთან მუშაობა? როდესაც ახალგაზრდა ვიყავი - კი. „რომაში“ დაბრუნება? არავისთან მილაპარაკია ამ საკითხზე და იქ ჩემთვის ადგილი არც არის. თუ დამირეკავენ? ჩემი ტელეფონი გამორთულია“, - თქვა ტოტიმ.

აღსანიშნავია, რომ იტალიელი ლეგენდის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა და დაწერა, რომ სამწუხაროდ 4 წელი დააგვიანდა. საქმე ისაა, რომ ტოტიმ „რომა“ და შესაბამისად ფეხბურთი 4 წლის წინ დატოვა.

0.116892