ფეხბურთი

21:06 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინმა" სპარინგი ჩაატარა: დავითაშვილმა ითამაშა, კვარაცხელიამ - არა

ყაზანის „რუბინმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. ლეონიდ სლუცკის გუნდმა საკუთარ მოედანზე „ნიჟნი ნოვგოროდი“ 2:1 დაამარცხა.

ზურიკო დავითაშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არ იყო, თუმცა, ის მომდევნო თამაშისთვის გუნდთან ერთად მოემზადება. აღსანიშნავია, რომ „რუბინმა“ კოსარევის დუბლით მოიგო, რომელიც მოედანზე დავითაშვილის ნაცვლად 46-ე წუთიდან გამოჩნდა.

„ხვიჩა, ინ ბომი, ურემოვიჩი, ბეგიჩი, ბაკაევი, მერკულოვი ხვალიდან გუნდთან ერთად მოემზადებიან. მათ მინიმალური დაზიანებები ჰქონდათ და ამიტომ, დღეს მათ თამაშს აზრი არ ჰქონდა. ყველა მათგანი 27 ივნისის თამაშისთვის მოემზადება“, - თქვა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას აპრილის შემდეგ არ უთამაშია და გასული სეზონის ბოლო ნაწილიც გამოტოვა. „რუბინი“ მომდევნო ტესტ-მატჩს 27 ივნისს. ეკატერინბურგის „ურალთან“ ჩაატარებს.

0.150058