საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ კარიმ ბენზემამ და კრიშტიანო რონალდომ თბილად ისაუბრეს. ფრანგმა ფეხბურთელმა, რომელმაც რონალდოს მსგავსად ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, ფრანგულ მედიას გაუმხილა რაზე ისაუბრა ყოფილ თანაგუნდელთან.
„ყოველთვის სასიამოვნოა კრიშტიანოს ნახვა, რადგან 8-9 წლის განმავლობაში ერთი გზა გავიარეთ. მოვიგეთ ტიტულები, ერთად გავიტანეთ გოლები და მისი მოედანზე ნახვა ჩემთვის სასიამოვნო იყო. ჩვეულებრივ თემებზე ვისაუბრეთ, იყო თუ არა ყველაფერი რიგზე და ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებში“, - თქვა ბენზემამ.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდო მადრიდის რეალში თანაგუნდელები 2009-2018 წლებში იყვნენ. მას შემდეგ, რაც პორტუგალიელი ესპანური გუნდიდან წავიდა, ბენზემას წინააღმდეგ პირველად ითამაშა.
საფრანგეთის ნაკრებში ბენზემამ გოლი 2015 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა, ხოლო კრიშტიანო რონალდომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკვე მოასწრო 5 გოლის გატანა და ეროვნულ ნაკრებში 109 გოლი დაუგროვდა, რითაც ირანელი ალი დაეის რეკორდი გაიმეორა. საფრანგეთის ნაკრები 1/8-ფინალში შვეიცარიას, ხოლო პორტუგალია ბელგიას დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
,,რომა" ამ ბოლოს მართლაც ბევრს ,,აTraQueთ", მარა მაინც მაგათ ვბალეშიკობ! საქართველოს ნაკრებისა და კლუბების შემდეგ! ბავშვობიდან,საზღვარგარეთ და იმედია ,,რაღაცით" მაინც გამოისყიდიან ამდენ ჩავარდნას+=:-,,ან იტალია ან ევროპა,ან სეზონის ბოლოს რუდის თავი ,,სტადიო ოლიმპიკოს" შესასვლელში!!!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
მწვრტნელის დიპლომი როგორ ავიღო იცით ვინმემ?
აბა ლაციო-ფეინოორდი ყოფილიყო თუ გაბედავდნენ?! ლაციოს ულტრასები შიშის ზარს სცემს მთელ ევროპას.
დდდდდდდდდდ
წინა დღეს ატილას უყურეს უეჭველიი
რამ გააგიჟათ
ვერაფრით ვერ აჯობა რომამ
ისეთი შთაბეჭდილება იყო რო არ უნდოდათ DDDDDDDDD
არც მოუნდომებიათ თორე ფეინოორდს ხანდახან ვიტესიც კი ხმარობს ხოლმე
და მაგ დროს სად იყვნენ ნაქები რომას ულტრასები?
მაგათ რას ერჩით რომას თითოეული ფეხბურთელია დასასროკი... პროსტა რა გააკეთეს გუშინ, იმენნა არც უცდიათ მოგება. ამაზრზენი გუნდია მაგას რა უნდოდა ლიგაზე
რამ გააგიჟათ DDD
რაო რომაელებო გამოჩდნენ ბარბაროსები და მოგიჭირათ?
DDDD მეზიზღებიან იმენა