ფეხბურთი

17:35 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: უეფამ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის წესი გააუქმა

სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა. უეფამ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, მას შემდეგ, რაც საკითხი აღმასკომის სხდომაზე განიხილეს.

ამრიგად, 2021-2022 წლების სეზონიდან როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შეჯიბრებში, რომელსაც უეფა ჩაატარებს, სტუმრად გატანილ გოლს უპირატესობა აღარ ექნება. მოგეხსენებათ, აქამდე, თუ პლეი-ოფში ორი მატჩის ჯამში ანგარიში თანაბარი იქნებოდა, მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გადიოდა, რომელსაც სტუმრად უფრო მეტი გოლი ჰქონდა გატანილი.

თუმცა, ეს წესი უკვე აღარ მოქმედებს და ფრის შემთხვევაში გუნდები დამატებით დროს, საჭიროების შემთხვევაში კი პენალტების სერიას ითამაშებენ. უეფას მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება რევოლუციურ ცვლილებადაც ჩაითვალოს, რადგან ეს ფეხბურთის სახეს ძალიან შეცვლის.

თეგებიუეფა
0.112433