ფეხბურთი

15:21 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზელენსკიმ უკრაინის ნაკრებს ევრო 2020-ის ფლეი ოფში გასვლა მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, ქვეყნის ნაკრებს ევრო 2020-ის მერვედფინალში გასვლა მიულოცა:

„უკრაინის ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, პირველად დაძლია ჯგუფური ეტაპი და ფლეი ოფში გავიდა.

ეტყობა საფეხბურთო ფორტუნამ ვალი დაგვიბრუნა ძველი უსამართლობების გამო. თუნდაც, ევრო 2012-ზე ინგლისელთა კარში არჩათვლილი გოლი გავიხსენოთ. ამიტომ, ახლა შემდგომ ეტაპზე ცოტა იღბლის წყალობით, მაგრამ დამსახურებულად გავედით.

გვჯერა, რომ მერვედფინალში ნამდვილ ფეხბურთს აჩვენებთ, ისეთს რომელსაც მივეჩვიეთ. გვჯერა თქვენი, გვჯერა გუნდის, გვჯერა უკრაინის!“ - წერს ზელენსკი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

მერვედფინალში უკრაინის ნაკრები, 29 ივნისს, შვედეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება გლაზგოში. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.116587