ფეხბურთი

14:23 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ედეგორმა დაადასტურა, რომ „რეალში“ ბრუნდება

ნორვეგიელმა ნახევარმცველმა, მარტინ ედეგორმა, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით „არსენალში“ გაატარა, დაადასტურა, რომ ამ ზაფხულს „რეალში“ დაბრუნდება.

„როცა „რეალი“ მიშვებდა, ნათლად მაგრძნობინეს, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. ასეც იქნება. ვბრუნდები. ჩემი სტატუსი - „რეალის“ ფეხბურთელია. კვირანახევარში გუნდთან ერთად ვარჯიშს დავიწყებ. კარლო ანჩელოსტისთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა, სხვებს ველაპარაკე გუნდში და ვიცი, რომ სიტუაცია კარგადაა.“ - ციტირებს ედეგორის სიტყვებს TV2.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112695