ფეხბურთი

13:48 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალი დაეიმ რონალდუს თავისი რეკორდის გამეორება მიულოცა

კრიშტიანუ რონალდუმ, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, პორტუგალია - საფრანგეთის მატჩში (2:2), მოწინააღმდეგეს ორი ბურთი გაუტანა, ჯამში 109 სანაკრებო გოლი მოუგროვდა და ოდინდელ რეკორდსმენს, ალი დაეის გაუთანაბრდა.

გუშინვე დაეიმ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე რონალდუს თანარეკორდი მიულოცა: „ვულოცავ კრიშტიანუ რონალდუს, რომელსაც ერთი ნაბიჯი დარჩა მსოფლიო რეკორდამდე ვაჟ ფეხბურთელთა ნაკრებებში გოლების რაოდენობით.

ჩემთვის საამაყოა, რომ ამ დიდებულ ზღვარს სწორედ რონალდუ მიაღწევს, ფეხბურთის დიდი ჩემპიონი, ჰუმანისტი, რომელიც სხვებსაც აძლევს მაგალითს.“ - წერს ალი დაეი

0.155777