ფეხბურთი

11:25 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა პორტუგალიასთან საკუთარი გოლების შესახებ

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალიის ნაკრების კარში გატანილი გოლების შესახებ ესაუბრა.

„სიხარულს და სიამაყეს ვგრძნობდი. ყველა ელოდა ამას. დიდი წნეხის ქვეშ ვიყავი, მაგრამ პროფესიონალი ვარ და ვცდილობ საქმე კარგად გავაკეთო. მიხარია, რომ ჯგუფიდან გავედით, მინდა ყოველ მატჩში გავიტანო.“ - ციტირებს ბენზემას სიტყვებს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ ბენზემამ საფრანგეთის ნაკრებში ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიტანა (დუბლი შეასრულა). ფრანგები კი მერვედფინალში შვეიცარიის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114497