ფეხბურთი

1:25 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრავო უნგრეთი! გერმანია სირცხვილს გადაურჩა, რონალდუმ ბენზემას დუბლით უპასუხა

ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და თანაც, ძალიან დრამატულად. უნგრეთი ძალიან ახლოს იყო წარმოუდგენელ შედეგთან და გერმანიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩენასთან.

სიკვდილის ჯგუში ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა და უნგრეთი ჯგუფში ჩარჩა, მაგრამ მარკო როსის გუნდმა მიუნხენში მცირე სასწაული მაინც გაახერხა. როგორი საქმეა, მოტივირებულ გერმანიასთან სტუმრად 6 წუთი დაგაკლდეს გამარჯვებამდე?

ანგარიში დასაწყისშივე ადამ შალაიმ გახსნა და უნგრეთი უპირატესობას 66-ე წუთამდე ინარჩუნებდა, მაგრამ შემდეგ გუნდის გამორჩეული ლიდერი, მეკარე გულაჩში შეცდა და კაი ჰავერტცმა ცარიელ კარში გაიტანა. ამის მიუხედავად, საპასუხო შეტევა უნგრელებმა გოლით დაასრულეს. გერმანიის ნაკრების დაცვის ხაზის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა და ვერც მანუელ ნოიერი გამოვიდა კარიდან მთლად მართებულად - შაფერმა უნგრეთი ისევ წინ გაიყვანა. გერმანია უტევდა, მაგრამ ერთფეროვნად და სახიფათო მომენტს პრაქტიკულად ვერ ქმნიდა. თუმცა, 84-ე წუთზე ლეონ გორეცკამ გაათანაბრა და იოაჰიმ ლიოვის გუნდი ჯგუფში ჩარჩენას ასე გადაურჩა.

პარალელურად, წინა ევროპის ჩემპიონატის ფინალისტების დაპირისპირება შედგა. 4 გოლი გავიდა და სამი პენალტით. ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, რომელსაც პენალტით კარიმ ბენზემამ უპასუხა, რომელმაც ნაკრებში გოლი 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ თავი პირველად გამოიჩინა. კარიმმა მეორე ტაიმის სტარტზე უკვე თამაშიდან გაიტანა და ფრანგები წინ გავიდნენ. პორტუგალიას დიდი დრო არ გასჭირვებია გასატანად და ისევ რონალდუმ გააკეთა ეს, ისევ პენალტით. დარჩენილ დროში საფრანგეთი უფრო აქტიურობდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. სხვათა შორის, რონალდუმ ეროვნულ ნაკრებში 109-ე გოლი გაიტანა და ირანელ ალი დაეის გაუტოლდა, რითაც მსოფლიო რეკორდი გაიმეორა. კრიშტიანუს მიმდინარე ევროფორუმზე 5 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერია.

ამრიგად, საფრანგეთი 5 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, გერმანიას 4 ქულა და მეორე ადგილი ერგო, პორტუგალიას ასევე 4 ქულა და მესამე ადგილი, ხოლო უნგრეთმა ბოლო ადგილი 2 ქულით დაიკავა.

უკვე ცნობილია ყველა მერვედფინალური წყვილი, რომელთა ნახვა დეტალურად მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.

გერმანია - უნგრეთი 2:2 (0:1)

მიუნხენი, „ალიანს არენა“

გერმანია (3-4-2-1): ნოიერი; გინტერი (ფოლანდი 82), ჰუმელსი, რიუდიგერი; კიმიხი, გიუნდოგანი (გორეცკა 58), კროოსი, გოსენსი (მუსიალა 82); ჰავერტცი (ვერნერი 67), სანე; გნაბრი (მიულერი 68)

მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

უნგრეთი (5-3-2): გულაჩში; ნეგო ბოტკა, ორბანი, ატ. შალაი, ფიოლა (ნიკოლოჩი 88); კლეიჰეისლერი (ლოვრენშიში 88), ნადი, შაფერი; ად. შალაი (ვარგა 82), სალაი (შონი 75)

მწვრთნელი: მარკო როსი

გოლები: 0:1 ად. შალაი (11), 1:1 ჰავერტცი (66), 1:2 შაფერი (68), 2:2 გორეცკა (84)

გაფრხილება: გიუნდოგანი (29), სანე (61) - ბოტკა (28), ად. შალაი (64), ფიოლა (66)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 7 (4) ბურთის ფლობა: 70%-30% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 2:0

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): იოზუა კიმიხი (გერმანია)

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

პორტუგალია - საფრანგეთი 2:2 (1:1)

ბუდაპეშტი, „პუშკაშ არენა“

პორტუგალია (4-3-3): რუი პატრისიუ; სემედუ (დალო 79), პეპე, დიაში, გერეირო; მოუტინიო (ნევეში 73), დანილო (პალინია 46), რენატო (ოლივეირა 88); ბერნარდო სილვა (ბრუნო ფერნანდეში 73), რონალდუ, დიოგო ჟოტა

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; კუნდე, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი (დინი 46, რაბიო 52); პოგბა, კანტე, ტოლისო (კომანი 66); გრიზმანი (სისოკო 87), ბენზემა, მბაპე

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გოლები: 1:0 რონალდუ (31, პენ), 1:1 ბენზემა (45, პენ), 1:2 ბენზემა (48), 2:2 რონალდუ (60, პენ)

გაფრთხილება: ლორისი (28), ერნანდესი (36), გრიზმანი (40), კიმპემბე (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 10 (5) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 0:1 თამაშგარე: 0:2

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): კარიმ ბენზემა (საფრანგეთი)

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი)

1. საფრანგეთი 3 1 2 0 4 3 1 5
2. გერმანია 3 1 1 1 6 5 1 4
3. პორტუგალია 3 1 1 1 7 6 1 4
4. უნგრეთი 3 0 2 1 3 6 -3 2
0.271765