საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი კარიერას ნიქოზიის „აპოელში“ გააგრძელებს. ინფორმაცია კვიპროსულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
დაუშვილმა „აპოელთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის მიმდინარე ზაფხულს ნიქოზიელთა მესამე ქართველი ახალწვეულია თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაიას შემდეგ. ამრიგად, „ანორთოსისში“ მხოლოდ ერთი ქართველი დარჩა - გიორგი ლორია.
მურთაზ დაუშვილი „აპოელში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 60 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა, მიმდინარე წელს კი კვიპროსის თასი მოიგო.
„აპოელი“ კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია: 28-ჯერ გახდა ჩემპიონი, 21-ჯერ თასი და 14-ჯერ სუპერთასი მოიგო, თუმცა გასულ სეზონში მხოლოდ მერვე ადგილის დაკავება შეძლო. ნიქოზიელები ევროთასებზე წარმატებით თამაშობენ, სამჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა (ბოლოს 2017-2018 წლების სეზონში), ხოლო 2011-2012 წლების სეზონში კი მეოთხედფინალში გასვლაც მოახერხა.