ესპანელმა ფეხბურთელმა ხესუს ნავასმა "სევილიასთან" ხელშეკრულება სამი წლით გაახანგრძლივა და გუნდს 2024 წლის ზაფხულამდე დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა ხოსე კასტრომ "სევილიას" ვებგვერდთან საუბრისას გაავრცელა.
ნავასი ანდალუსიელებს 2017 წელს "მანჩესტერ სიტიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდა. გასულ სეზონში ესპანელმა გარემარბმა ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.