კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება გადაწყვიტა. RMC Sport-ის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა კლუბს უკვე აცნობა, რომ პარიზში დარჩენა არ სურს და შესაბამისად, კონტრაქტის განახლებასაც არ აპირებს.
მბაპეს პსჟ-სთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება და კლუბი იძულებული იქნება მიმდინარე ზაფხულს გაყიდოს, თუ მას არ გაახანგრძლივებს.
კილიან მბაპეს მიმართ ყველაზე სერიოზულ ინტერესს მადრიდის „რეალი“ იჩენს, თუმცა, ჯერ სავარაუდოდ ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში 127 თამაშში 111 გოლის გატანა მოასწრო.