ფეხბურთი

12:08 | 23.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს ახალ სეზონში გულშემატკივართა 25%-ზე დასწრებას დაუშვებენ

იტალიის სერია A-ს მომდევნო სეზონი გულშემატკივრებით დაიწყება. იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ანდრეა კოსტამ ადგილობრივ პრესას დაუდასტურა, რომ გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია.

22 აგვისტოდან, როცა ახალი სეზონი დაიწყება, იტალიაში სტადიონზე ტევადობის 25%-ზე დასწრება ნებადართული იქნება, შესაბამისი რეგულაციების დაცვით. მომდევნო ეტაპზე კი რაოდენობის 40%-მდე გაზრდაც იგეგმება.

ჯერჯერობით, სერია A-ს ხელმძღვანელობას ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. იტალიის ჩემპიონატის 2021-2022 წლების სეზონი სტარტს 22 აგვისტოს აიღებს.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1176