ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ჩეხეთთან (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდმა პირველი მიზანი შეასრულა და ჯგუფი მოიგო, ახლა კი მეტოქეს დაელოდებიან.
„ვფიქრობ, შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ, თავდაჯერებულად ვმოქმედებდით ბურთთან ერთად და მის გარეშეც. ჩეხეთი მართლაც ძლიერი გუნდია, რომელიც კარგად მუშაობს ბურთით და თავს კარგად იცავს, მაგრამ ჩვენ უფრო მეტიც შეგვიძლია. საკმარისად სწრაფად არ ვთამაშობდით, მაგრამ როდესაც ამას ვაკეთებთ, საგოლე მომენტებს ვქმნით. გვინდოდა ჯგუფის მოგება და მერვედფინალში „უემბლიზე“ თამაში - ჩვენ ეს გავაკეთეთ. ვნახოთ, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე“, - თქვა საუთგეიტმა.
შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრები მერვედფინალში F ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება.