ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ესპანეთის ნაკრები გააკრიტიკა და თქვა, რომ „ფურია როხა“ საშინელ ფეხბურთს თამაშობს.
„ესპანეთის ნაკრები საშინლად თამაშობს. იმედი მაქვს, რომ ნიდერლანდებს მასთან თამაში მოუწევს. მხოლოდ პასების ერთი ფლანგიდან მეორეზე გადატანა აქვთ, არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც გადამწყვეტ პასს გააკეთებს“, - თქვა ვან დერ ვაარტმა.
ნიდერლანდელი ფეხბურთელის ამ განცხადებას ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა კოკემ უპასუხა:
„ამან შეიძლება ცოტათი კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცეს, განსაკუთრებით თუ ნიდერლანდების წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს. ჩვენ გვახსოვს ვან დერ ვაარტი, მას შესანიშნავად ვხედავთ ინიესტას გოლის ფოტოზე 2010 წლის მუნდიალის ფინალში“, - აღნიშნა კოკემ.