ფეხბურთი

21:25 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020-ის ნახევარფინალებსა და ფინალზე 60 ათასი გულშემატკივარი დაუშვეს

ევროპის ჩემპიონატის ოთხთა ფინალს (ნახევარფინალებსა და ფინალს) ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე 60 000 გულშემატკივარი დაიშვება. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ და უეფამ ინფორმაცია უკვე დაადასტურეს.

ეს უეფას მოთხოვნით და მასთან რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა და ნახევარფინალურ მატჩებში (6-7 ივლისი) და ფინალში (11 ივლისი) „უემბლიზე“ პრაქტიკულად ანშლაგი იქნება.

ამჟამად ევროპის ჩემპიონატს გულშემატკივართა 30% ესწრება და მხოლოდ უნგრეთი იყო გამონაკლისი, სადაც დასწრება სრულად დაუშვეს.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებს ლონდონის „უემბლის“ სტადიონი უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114671