ფეხბურთი

15:53 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფოდენი - საუთგეიტზე: „გარეთი შესანიშნავი მწვრთნელია“

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა, ჟურნალისტებს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, გარეთ საუთგეიტის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„გარეთი შესანიშნავი მწვრთნელია. ფეხბურთელები მას დიდ პატივს სცემენ. ყოველდღე ბევრს მუშაობს ჩვენთან ერთად. კარგი ტაქტიკოსიცაა.

ვინც მას აკრიტიკებს, არ იციან, რას ამბობენ.

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მატჩისთვისაც სწორად შეარჩევს შემადგენლობას.“ - ამბობს ფოდენი.

დღეს, 22 ივნისს, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, ინგლისის ნაკრები ლონდონში, „უემბლიზე,“ ჩეხეთის ეროვნულ გუდს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.128466