ფეხბურთი

14:51 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანგელოვსკი წავიდა

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში ნიდერლანდებთან მარცხის შემდეგ (0:3), ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ანგელოვსკიმ თანამდებობა დატოვა.

„ევროპის ჩემპიონატზე ამ გუნდის ხელმძღვანელობა ჩეთვის დიდი პატივი იყო. უკეთ გამოსვლა გვინდოდა, მაგრამ გული არ უნდა დაგვწყდეს, რადგან ეს ჩვენი დებიუტი იყო დიდ შეჯიბრზე. ფეხბურთელებს მხოლოდ დიდი მადლობა შემიძლია ვუთხრა.

ამ გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა და ისტორიაში შევიდა. განსაკუთრებული მადლობა პანდევს, ყველაფრისთვის რაც მან მაკედონიური ფეხბურთისთვის გააკეთა.

ეს ჩემი ბოლო პრესკონფერენციაა ამ პოსტზე. კონტრაქტი 31 ივლისს მიმთავრდება და მივდივარ.“ - უთხრა ანგელოვსკიმ ჟურნალისტებს.

0.155157