ფეხბურთი

0:08 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ჩალჰანოღლუს შემცვლელს "ვერონაში" მიაგნო

იტალიური „მილანი“ ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელს ეძებს, რომელიც კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს და ადგილობრივი მედიის ცნობით, იპოვა კიდეც.

„ვერონას“ 26 წლის გამთამაშებელი მატია ძაკანი „როსონერის“ ინტერესის სფეროშია და ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაწყებულია. თუმცა, ამ ეტაპზე მეტი დეტალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ძაკანი „ვერონაში“ 2016 წლიდან თამაშობს და გასულ სეზონში სერია A-ში ჩატარებულ 36 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა. კარიერის განმავლობაში მას „ვენეციასა“ და „ჩიტადელაშიც“ უთამაშია.

0.111388