იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ „პარი სენ ჟერმენში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა. 22 წლის კიპერმა გამოკლვლევა რომში ჩაიტარა და ახლა მხოლოდ ტრანსფერის ოფიციალური გამოცხადებაა დარჩენილი.
დონარუმა პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 12 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა 2015 წლიდან „მილანის“ ღირსებას იცავდა და 251-ჯერ მოირგო შავ-წითელი მაისური, თუმცა, მშობლიურ კლუბს კონტრაქტის განახლებაზე ვერ მოურიგდა და „როსონერიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.