ფეხბურთი

19:04 | 21.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ჰარი კეინში 100 მილიონს იხდის

„მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „ტოტენჰემს“ ჰარი კეინის ტრანსფერზე პირველი შეთავაზება გაუკეთა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „ქალაქელები“ მზად არიან ინგლისელ ფორვარდში 116 მილიონი ევრო (100 მილიონი გირვანქა სტერლინგი) გადაიხადონ.

გარდა ამისა, „სიტი“ არ გამორიცხავს გარიგებაში ფეხბურთელების ჩართვასაც, მაგრამ „სპურსის“ ხელმძღვანელობა არ აპირებს შეთანხმებას, რადგან კეინთან განშორება არ სურთ. საპირისპირო აზრზეა ინგლისელი ფეხბურთელი, რომელსაც ზაფხულში „ტოტენჰემის“ დატოვება უნდა.

ყველაფერი ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ გაირკვევა და „სიტი“ ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად გააგრძელებს. გასულ სეზონში 27 წლის ფორვარდმა ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 35 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119257