ფეხბურთი

15:42 | 21.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბილი გილმორს კორონავირუსი დაუდასტურდა

შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველ ბილი გილმორს კორონავირუსი დაუდასტურდა და ევრო 2020-ის ბოლო ტურში ხორვატიასთან გადამწყვეტ მატჩში ვერ ითამაშებს.

20 წლის ფეხბურთელი მინიმუმ 10 დღის განმავლობაში იზოლირებული უნდა იყოს, რაც იმის მიაუწყებელია, რომ მისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ბილი გილმორმა ინგლისთან მეორე ტურის შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

0.129297