საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი უსმან დემბელე ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ მან ტრავმა მიიღო და როგორც გამოკვლევამ აჩვენა, დაზიანება სერიოზულია.
დემბელემ „მამლების“ შეკრება უკვე დატოვა. 24 წლის თავდამსხმელი უნგრეთთან შეხვედრაში შეცვლაზე ჩაერთო, თუმცა, მატჩის მიწურულს დიდიე დეშამს მისი შეცვლა მოუწია.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და ბოლო ტურში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.