თამაშგარე

13:15 | 21.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩილეს ნაკრების ბრაზილიური სექს-სკანდალი

უცნაური შემთხვევებისა და დამთხვევების გამო ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკის გათამაშებაში დიდი სექს-სკანდალი უკვე მოხდა და ამ სკანდალის ცენტრში ჩილეს საფეხურთო ნაკრების მოთამაშეები იდგნენ, რომლებმაც აქაოდა ბრაზილიაში - თავისუფალ ქვეყანაში ვართო, სასტუმროში გამოძახებით მომსახურე მეძავები აიყვანეს და იქ ამბავი ატეხეს - მტერს და ავს...

ეს ინფორმაცია ბრაზილიის ბულვარლულმა მედიამ ცხადია უსწრაფესად გაავრცელა, რასაც ჩილეს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალური წერილით მალევე გამოეხმაურა. ჩილელი საფეხბურთო ჩინოსნების განცხადებით, სექს-ორგიის მომწყობნი კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ აუცილებლად დაისჯებიან, თუმცა ეცდებიან, რომ საკუთრივ ტურნირის მიმდინარეობისას სპეციალური ზომები არ იქნას გამოყენებული.

რაც შეეხებს ამ ამბის მოთავეს... რა გასაკვირია, რომ სასტუმროში მეძავების აყვანისა და იქ სექს-ქარიშხლის გაჩაღების ინიციატორი, ასეთ ამბებში მრავალგზის შემჩნეული არტურო ვიდალი იყო, რომელმაც ნაწილობრივ აღიარა კიდეც მომხდარი და სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მათი ბედნიერი დღეები შურიან ხალხს შეეწირა.

0.136187