ფეხბურთი

22:19 | 20.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიას პლეი-ოფში უელსიც გაჰყვა, თურქეთი გავარდა და შვეიცარია სხვებს ელოდება

იტალიის ნაკრები ჯგუფიდან ქულათა მაქსიმუმით და გოლგაუშვებლად გავიდა! „სკუადრა აძურას“ პლეი-ოფის საგზური ისედაც მოპოვებული ჰქონდა და ამიტომაც, იყო ბოლო ტურში უელსთან რობერტო მანჩინიმ შემადგენლობა გადაახალისა.

დიდ საფეხბურთოფ ფორუმზე იტალიის შემადგენლობაში თამაშიდან თამაშამდე ერთბაშაბად 8 ფეხბურთელი არავის შეუცვლია, მაგრამ მანჩინი ასე მოიქცა და არც შემცდარა, რადგან მისმა გუნდმა ისევ მოიგო. მართალია, არა ისეთი დომინანტური ფეხბურთით, როგორც პირველ ორ ტურში, მაგრამ ურიგოდ არ გამოიყურებოდა და 1:0 მოიგო.

გამარჯვების გოლი ბერგამოს „ატალანტას“ ნახევარმცველმა მატეო პესინამ გაიტანა და როგორც გაირკვა, ეს საკმარისი იყო 3 ქულისთვის. 7 გატანილი გოლით დაასრულეს იტალიელებმა ჯგუფური ეტაპი, ამაზე მაგარი შედეგი კი ისტორიაში არ ჰქონია დიდ ტურნირებზე. მხოლოდ 1998 წლის მუნდიალის ჯგუფში გაიტანა ასევე 7 გოლი. სამაგიეროდ, ჯანლუიჯი დონარუმას კარი ხელუხლებელია. სხვათა შორის, ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ მანჩინიმ თამაშის შანსი სათადარიგო მეკარე სალვატორე სირიგუსაც მისცა.

მოკლედ, იტალიის ნაკრებმა ძალიან დამაჯერებლად და შთამბეჭდავად დაძლია ჯგუფური ეტაპი და ვნახოთ, როგორ გააგრძელებეს პლეი-ოფში. მერვედფინალში „სკუადრა აძურას“ ან უკრაინა შეხვდება, ან ავსტრია - გააჩნია, როგორ დასრულებამ ამ ნაკრებების დაპირისპირება ორშაბათს.

უელსის ნაკრები წაგების მიუხედავად მერვედფინალშია, რადგან 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ბურთების ბალანსით აჯობა შვეიცარიის ნაკრებს. უელსს პლეი-ოფში B ჯგუფის მეორე ადგილოსანი ერგება (ფინეთი, რუსეთი ან დანია). უშანსოდ შვეიცარიაც არ არის, რომელმაც ასევე 4 ქულით დაასრულა ჯგუფური ეტაპი და მესამე ადგილი დაიკავა. დიდი შანსია, რომ 6 ჯგუფის საუკეთესო 4 მესამეადგილოსანში ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი მოხვდება.

შვეიცარიის ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშ მოუგო შერდან შაქირის დუბლით, რომელმაც დიდებული გოლები გაიტანა. იქამდე ანგარიში ჰარის სეფეროვიჩმა გახსნა, ხოლო თურქებმა ძალიან უფერულად ჩაატარეს ჯგუფური ეტაპი და ქულაც ვერ მოიპოვეს. შენოლ გიუნეშის გუნდმა ერთადერთი სი მოახერხა, რომ უგოლოდ არ დაასრულა ევროფორუმი და ირფან კაჰვეჯმა გამოიჩინა თავი.

ევრო 2020-ზე მესამე ტურის მატჩები ორშაბათს B და C ჯგუფში გაიმართება და პლეი-ოფის მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება.

იტალია - უელსი 1:0 (1:0)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

იტალია (4-3-3): დონარუმა (სირიგუ 89); ტოლოი, ბონუჩი (აჩერბი 46), ბასტონი, ემერსონი; პესინა (კასტროვილი 87), ჟორჟინიო (კრსიტანტე 74), ვერატი; კიეზა, ბელოტი, ბერნარდესკი (რასპადორი 75)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

უელსი (3-4-3): უორდი; განტერი, როდონი, ამპადუ; რობერტსი, ალენი (ლევიტი 87), მორელი (მური 60), უილიამსი (დევისი 86); რემზი, ბეილი (ბრუკსი 86), ჯეიმსი (უილსონი 74)

მწვრთნელი: რობ პეიჯი

გოლები: 1:0 პესინა (39)

გაფრთხილება: პესინა (80) - ალენი (51), განტერი (80)

გაძევება: ამპადუ (56)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 3 (1) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 3:0

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ფედერიკო კიეზა (იტალია)

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

შვეიცარია - თურქეთი 3:1 (2:0)

ბაქო, „ოლიმპიური სტადიონი“

შვეიცარია (3-4-1-2): სომერი; ელვედი, აკანჯი, როდრიგესი; ვიდმერი (მბაბუ 90), ფროილერი, ჯაკა, ცუბერი (ბენიტო 85); შაქირი (ვარგასი 75); სეფეროვიჩი (გავრანოვიჩი 75), ემბოლო (მეჰმედი 86)

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

თურქეთი (4-3-3): ჩაქირი; ჩელიკი, დემირალი, სოიონჯუ, მიულდური; ტუფანი (იაზიჯი 65), აიჰანი (იოკუშლუ 64), კაჰვეჯი (კოკჩუ 80); იუნდერი (კარამანი 80), ილმაზი, ჩალჰანოღლუ (ტოკოზი 86)

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

გოლები: 1:0 სეფეროვიჩი (6), 2:0 შაქირი (26), 2:1 კაჰვეჯი (62), 3:1 შაქირი (68)

გაფრთხილება: ჯაკა (78) - ჩალჰანოღლუ (70), ჩელიკი (75), სოიუნჯუ (76)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (10) – 15 (6) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 8:8 თამაშგარე: 0:1

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): შერდან შაქირი (შვეიცარია)

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

1. იტალია 3 3 0 0 7 0 7 9
2. უელსი 3 1 1 1 3 2 1 4
3. შვეიცარია 3 1 1 1 4 5 -1 4
4. თურქეთი 3 0 0 3 1 8 -7 0
0.123874