ფეხბურთი

11:40 | 20.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატა: "ესპანეთში სხვების განსჯა მარტივი და უფასოა"

ესპანეთის ნაკრებმა შვედეთის შემდეგ ვერც პოლონეთი დაამარცხა (1:1) და ორი ტურის შემდეგ ჯგუფში ჩარჩენის საფრთხე ემუქრება. პოლონელთა კარში გოლი ალვარო მორატამ გაიტანა, თუმცა, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ისევ გააცუდა, რის გამოც კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი.

ესპანელმა ფორვარდმა პოლონეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისთვის გოლები მთავარი არ არის.

„კიდევ ერთი ჩაგდებული თამაში, ახლა ჩვენ ფინალი გვაქვს ბოლო ტურში, რათა მერვედფინალში გავიდეთ. არ ვიცი, რა ვთქვა, ჩვენ მოგების შანსი გვქონდა. ახლა სლოვაკეთზე უნდა ვიფიქროთ.

გოლები? არ მაინტერესებს, გოლს გავიტან თუ არა, გამარჯვება მსურს. მადლობას ვუხდი ლუის ენრიკეს ნდობისთვის. ცხოვრება ასეა, რთულ მომენტებში წინ უნდა წახვიდე. ხალხი იმას ამბობს, რაც სურს, ესპანეთში სხვისი განსჯა მარტივი და უფასოა“, - თქვა მორატამ.

შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრებს 2 ქულა აქვს და ბოლო ტურში სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც პლეი-ოფში გასასვლელად აუცილებლად უნდა დაამარცხოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112978