“უემბლიზე“ ჩატარებულმა „ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებთა შეხვედრამ ამ გუნდების გულშემატკივრებში უპრეცედენტო აჟიოტაჟი გამოიწვია.
შოტლანდიის ფანები ლონდონში ყველაზე პრესტიჟულ რაიონში იმყოფებოდნენ და იქ პოლიციასთან შეტაკება მოხდა. სამართალდამცავებმა ნასვამი ადამიანები ხულიგნობის ფაქტებზე, პოლიციაზე თავდასხმისა და რასობრივი ნიშნით კონფლიქტის გამო დააპატიმრეს.
30 გულშემატკიბარს ზემოთცამოთვლილი დანაშაულებრივი ქმედების გარდა ბრალი, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, ალკოჰოლურ ინტოქსიკაციაში, ნარკოტიკების რეალიზაციაში და პოლიციასთან დაპირისპირებაში ედებათ.
ასევე, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მომხდარი არეულობების დროს დააპატიმრეს 25 წლის მამაკაცი, რომელმაც ჰაიდ პარკში გაშიშვლება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და შოტლანდიის მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა.