ფეხბურთი

13:28 | 19.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო ალკანტარა: "თანამედროვე ფეხბურთი მძულს"

„ლივერპულის“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ განაცხადა, რომ VAR-ის სისტემა არ მოსწონს და არც 5 ცვლილების მომხრეა. ამის შესახებ ესპანელმა Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში თქვა.

„თანამედროვე ფეხბურთი მძულს, მე კლასიკური ტიპი ვარ, 5 ცვლილება მნიშვნელოვანია კოვიდის პერიოდში, მაგრამ მე უფრო 3 ცვლილება მომწონს, რადგან ეს ცვლის თამაშის არსს. VAR-მა სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ვიდეორეფერის და აზრს არ შევიცვლი. ულამაზესი გოლი რომც გაიტანო, უნდა დაელოდო, სანამ გადაამოწმებენ, იყო თუ არა სადმე წესის დარღვევა, ამან თამაშს ინტენსივობა დაუკარგა“, - თქვა ტიაგომ.

0.116997