ფეხბურთი

1:04 | 19.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

უფერული ინგლისი შოტლანდიასთან

ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე ტურში ინგლისის ნაკრებმა შოტლანდიას უმასპინძლა და ისტორიულ მეტოქესთან დიდი ბრძოლა გადახდა.

ინგლისი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ჯერჯერობით ორი ტური მიილია და გარეთ საუთგეიტის გუნდი საკმაოდ უფერულია. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელებს გოლიც არ აქვთ გაშვებული, შეტევაში მათი თამაში კრიტიკას ვერ უძლებს.

თამაში ძალიან მოსაწყენი გამოვიდა. ბევრი ბრძოლა იყო, მაგრამ ძალიან ცოტა ხარისხი. საგოლე მომენტები თითზე ჩამოსათვლელად შეიქმნა, თუმცა, ძირითადად, სხვათა შორის, ინგლისის ნაკრების კართან და მოგებას თუ ვინმე იმსახურებდა, ეს პირველ რიგში სტივ კლარკის შოტლანდიაა, რომელმაც ძალიან მოტივირებულმა ითამაშა.

საბოლოოდ კი ნულოვანი ფრე, რამაც შოტლანდიას პირველი ქულა მოუტანა, ხოლო ინგლისი მეორე ადგილზეა და ლიდერ ჩეხეთს ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. სწორედ ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება ბოლო ტურში და სხვათა შორის, შეიძლება მოგება არც უნდოდეს. რატომ? ინგლისი ჯგუფში პირველ ადგილზე თუ გავა, მერვედფინალში საფრანგეთს ან პორტუგალიას (შეიძლება უნგრეთს ან გერმანიას) შეხვდება, რაც ცხადია, იდეალური პერსპექტივა არ არის. აი, ჯგუფიდან მეორე ან მესამე ადგილით გასვლის შემთხვევაში, ალბიონელებს მერვედფინალში გაცილებით იოლი მეტოქე ელოდებათ.

ბოლო ტურში ინგლისი ჩეხეთს და შოტლანდია ხორვატიას დაუპირისპირდება. სხვათა შორის, ამ მატჩში ბევრი რამ გადაწყდება, რადგან მოგებული გუნდი 4 ქულას დააგროვებს, რაც სავარაუდოდ, პლეი-ოფში მოსახვედრად საკმარისი იქნება.

ინგლისი - შოტლანდია 0:0 (0:0)

ლონდონი, „უემბლი“

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი; ჯეიმსი, სტოუნსი, მინგსი, შოუ; რაისი, ფილიპსი; ფოდენი (გრილიში 63), მაუნთი, სტერლინგი; კეინი (რაშფორდი 74)

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

შოტლანდია (3-5-2): მარშალი; მაკტომინეი, ჰენლი, ტირნი; ო’დონელი, მაკგინი, გილმორი (არმსტრონგი 76), მაკგრეგორი, რობერტსონი; დაიკსი, ადამსი (ნისბეტი 86)

მწვრთნელი: სტივ კლარკი

გაფრთხილება: მაკგინი (16), ო’დონელი (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (1) – 4 (1) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 2:0

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ბილი გილმორი (შოტლანდია)

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი)

1. ჩეხეთი 2 1 1 0 3 1 2 4
2. ინგლისი 2 1 1 0 1 0 1 4
3. ხორვატია 2 0 1 1 1 2 -1 1
4. შოტლანდია 2 0 1 1 0 2 -2 1
0.189925