ფეხბურთი

22:11 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთი მერვედფინალს მიუახლოვდა, ხორვატიამ საქმე გაირთულა

ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფის მეორე რაუნდის პირველი მატჩი ხორვატიასა და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის შედგა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულა. აღნიშნულ მატჩში ზლატკო დალიჩის გუნდს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა, თუმცა კარგად ორგანიზებული ჩეხეთის დამარცხება ვერ შეძლო. იაროსლავ შილჰავის გუნდი კი კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ორი ტურის შემდეგ ოთხი ქულა დაუგროვდა და დიდი ალბათობით მერვეფინალის საგზურს მოიპოვებს.

პირველ ტაიმში ხორვატია მეორე ნომრად თამაშობდა და ჩეხეთი უფრო ხშირად იყო მეტოქის მოედანზე. ჩეხებს რამდენიმე მომენტი ჰქონდა, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. იაროსლავ შილჰავის გუნდის აქტიურობამ შედეგი პირველი ტაიმის მეორე ნახევრის შემდეგ გამოიღო. 33-ე წუთზე იანკტომ საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი და მეორე სართულზე ორთაბრძოლისას დეიან ლოვრენმა იდაყვი ჩაარტყა პატრიკ შიკს და ჩეხს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. აღნიშნული მომენტი ვიდეო რეფერმა შეამოწმა და საბოლოოდ პენალტი დაინიშნა. აღნიშნული თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა შიკმა შეასრულა და ჩეხეთი მატჩში დაწინაურდა - 1:0. პატრიკმა მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა და ჯერჯერობით ბომბარდირია.

აღნიშნული გოლის შემდეგ ხორვატიას ჰქონდა შანსი გოლი გაეტანა - ანტე რებიჩმა საჯარიმოში ბურთი მიიღო და ძლიერი დარტყმა შეასრულა, თუმცა კარს ბურთი ააცილა. საბოლოოდ პირველი ნახევარი ჩეხეთმა სრული დომინირებით მოიგო.

მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში ხორვატიამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო - ანდრეი კრამარიჩმა მარცხენა ფლანგზე ივან პერიშიჩს გადაცემა გაუკეთა, ეს უკანასკნელი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მეკარეს ძლიერად დაურტყა - 1:1. 52-ე წუთზე ტომაშ სოუჩეკს ჰქონდა შანსი, შორიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა არაზუსტად. 73-ე წუთზე კრამარიჩს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა არაზუსტად დაარტყა. 76-ე წუთზე ადამ ჰლოჟეკმა საჯარიმოში მიიღო ბურთი და კარგი შანსი ჰქონდა ჩეხები დაეწინაურებინა, თუმცა ბურთი კარს ააცილა. 89-ე წუთზე კი პეტკოვიჩმა საჯარიმოში მიირო ბურთი, თუმცა ჩეხი მცველი გადაეფარა ბურთს და ჩეხები გაშვებული გოლისგან იხსნა.

საბოლოოდ ანგარიში ფრე 1:1 დაფიქსირდა, რაც ხორვატებისთვის არასასურველი შედეგია. დალიჩის გუნდმა ბოლო ტურში შოტლანდიის ნაკრები აუცილებლად უნდა დაამარცხოს, რათა შანსი ჰქონდეს მერვეფინალში გავიდეს. ჩეხებს კი ბურთების სხვაობა პლუს ორი აქვს და ბოლო ტურში ინგლისთან დიდი ანგარიშით არ უნდა წააგოს.

ხორვატია - ჩეხეთი 1:1 (0:1)

გლაზგო, "ჰემპდენ პარკი"

ხორვატია (4-2-3-1): ლივაკოვიჩი, გვარდიოლი, ვიდა, ლოვრენი, ვრსალკო, კოვაჩიჩი (ბროზოვიჩი 87), მოდრიჩი, პერიშიჩი, ბრეკალო (ივანუშეჩი 46), კრამარიჩი (ვლაშიჩი 62), პერიშიჩი, რებიჩი (პეტკოვიჩი 46);

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

ჩეხეთი (4-2-3-1): ვაცლიკი, ცოუფალი, კალასი, ცელუსტკა, ბორილი, ჰოლეში (კრალი 63), სოუჩეკი, მასოპუშტი (ჰლოჟეკი 63), დარიდა (ბარაკი 87), იანკტო (შევჩიკი 74), შიკი (კრმენჩიკი 74);

მწვრთნელი: იაროსლავ შილჰავი

გოლი: 0:1 შიკი (37), 1:1 პერიშიჩი (47)

გაფრთხილება: ლოვრენი (35) - მასოპუშტი (50), ბორილი (82), ჰლოჟეკი (90+3);

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (2) – 11 (1) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 1:2

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)

მსაჯი: კარლოს დელ სერო გრანდე (ესპანეთი)

1.

ჩეხეთი

2

1

1

0

3

1

2

4

2.

ინგლისი

1

1

0

0

1

0

1

3

3.

ხორვატია

2

0

1

1

1

2

-1

1

4.

შოტლანდია

1

0

0

1

0

2

-2

0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129935