ფეხბურთი

19:42 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰოედტმა "საუთჰემპტონი" დატოვა

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ვესლი ჰოედტმა "საუთჰემპტონი" დატოვა და მომავალი სეზონიდან "ანდერლეხტის" ღირსებას დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას ორივე კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიან კონტრაქტს გააფორმებს ვესლი.

ჰოედტი ინგლისურ კლუბში 2017 წელს გადავიდა და 2019 წლიდან მოყოლებული სამ გუნდში იყო განათხოვრებული. გასულ სეზონში ნიდერლანდელი მცველი "ლაციოს" რიღსებას იცავდა და იტალიური გუნდის მაისურით 26 მატჩი ჩაატარა.

0.119486