ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. ის ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჯორჯ ჰარისს დაძაბულ ბრძოოლაში, ორ სეტში - 6:4, 7:5 მოუგო.
შეხვედრა საათსა და 50 წუთს გაგრძელდა და ნიკამ შედარებით ადვილად პირველ სეტში იმარჯვა. მეორე სეტში კი ჯერ 4:5 მარცხდებოდა, როდესაც გათანაბრება მოახერხა, შემდგომ კი შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა.
ბასილაშვილს 3 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ჰარისმა კი 14 ეისი შეასრულა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. ქართველი ჩოგბურთელი მომდევნო შეხვედრას რუს ანდრეი რუბლევის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც დღეს ორ სეტში 7:6 6:2 დაამარცხა ფილიპ კოლშრეიბერი.