ფეხბურთი

16:35 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო ბუსკეტსი გამოჯანმრთელდა და ესპანეთის ნაკრებს დაუბრუნდა

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი კორონავირუსისგან განიკურნა და გუნდს დაუბრუნდა. ამის შესახებ „ფურია როხას“ ვებგვერდი იტყობინება.

ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა ის ძირითად შემადგენლობაში პოლონეთის წინააღმდეგ, მაგრამ სავარაუდოდ, განაცხადში მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ სერხიო ბუსკეტსს კორონავირუსი ევრო 2020-ის დაწყებამდე დაუდასტურდა და შვედეთთან პირველი თამაში გამოტოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110352