ფეხბურთი

15:22 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" ლეგენდარული ფეხბურთელი გარდაიცვალა

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარული ფეხბურთელი ჯამპიერო ბონიპერტი გარდაიცვალა. იტალიელი 92 წლის ასაკში, ტურინში გარდაიცვალა.

ბონიპერტი „იუვეში“ 1946-1961 წლებში თამაშობდა და 179 გოლი გაიტანა. ის ამ შედეგით მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს ჩამორჩება, რომელსაც 289 გოლი აქვს გატანილი. ბონიპერტიმ ფეხბურთელის სტატუსით „იუვეში“ 5-ჯერ სკუდეტო და 2-ჯერ იტალიის თასი მოიგო.

1971-1994 წლებში ის კლუბის მენეჯმენტში იყო დასაქმებული და მათ შორის, უმეტესი პერიოდი პრეზიდენტი გახლდათ. სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს ედგა „იუვეს“ საუკეთესო პერიოდი: ცხრაჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა ორჯერ იტალიის თასი მოიგო, სამჯერ უეფას თასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა თასი, თასების თასი, საკონინენტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი.

0.118172