ფეხბურთი

10:26 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ და დავითაშვილმა "რუბინში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს

ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ყაზანის „რუბინს“ შეკრებაზე შეუერთდნენ და გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს.

რუსულმა გუნდმა ქართველი ფეხბურთელების ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც ტრადიციულად დაასათაურა: „არ არსებობს „რუბინი“ ქართველების“ გარეშე“.

მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ბევრი საუბარია, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია და ისიც რუსულ გუნდთან ერთად მოემზადება ახალი სეზონისთვის, ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით. ზურიკო დავითაშვილის ბედიც ჯერ გაურკვეველია და შესაძლოა, კლუბი მანაც დატოვოს.

ხვიჩამ გასულ სეზონში 23 მატჩში, 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა. მას ყაზანელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. დავითაშვილი გასულ სეზონში იჯარით „როტორში“ თამაშობდა, სადაც არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია. ზურიკოს ყაზანელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. აქვე გეტყვით, რომ "რუბინი" დამდეგ სეზონში უეფას კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

0.116431