ფეხბურთი

23:21 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფას მოწოდება: პრესკონფერენციაზე ბოთლები აღარ გადააადგილოთ!

უეფამ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებს მოუწოდა, რომ პრესკონფერენციებზე ფეხბურთელებმა ტურნირის სპონსორი კომპანიების ბოთლები აღარ გადააადგილონ.

როგორც ევროპის ჩემპიონატის დირექტორმა მარტინ კალენმა აღნიშნა, სპონსორები მნიშვნელოვანია ტურნირისთვის და ევროპული ფეხბურთისთვის:

“ეროვნულ ნაკრებებს ვთხოვთ, რომ პატივი სცენ სავაჭრო ხელშეკრულებებს. სპონსორები მნიშვნელოვანია ტურნირისთვის და ზოგადად ევროპული ფეხბურთისთვის“, - თქვა კალენმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ პრესკონფერენციაზე კოკა-კოლა გადადგა და წყალი დაიდგა, მას შემდეგ იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმაც მიბაძა, ხოლო პოლ პოგბამ ლუდ „ჰეინეკენის“ ბოთლის შემთხვევაში გააკეთა იგივე. ამიტომაც, უეფას მოწოდების გავრცელება მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113671